მოითხოვე ზარი
ხშირად დასმული კითხვები

1.მდგომარეობა/ მეორადია?
      1.1. ტელეფონები ვიზუალურად და ფუნქციურად არ განირჩევა ახლისგან. დამზადებისას ნივთი აღმოჩნდა წუნდებული
ან დაუზიანდა კონკრეტული დეტალი. წუნდებული ნაწილი გამოიცვალა სრულიად ახლით.
      1.2.შეცვლისა და განახლების პროცესს უზრუნველყოფენ კომპანიის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრები. პროდუქცია არის
რამდენჯერმე დატესტილი და სრულიად უნაკლო!
2.რა ვიცით, რომ ავტორიზებულმა ცენტრმა შეაკეთა?
      2.1.ტელეფონი განახლდა კომპანიის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ. პროდუქტმა გაიარა 4–საფეხურიანი
შემოწმება და დამოწმდა, რომ 100%-ით გამართულად მუშაობს.
      2.2.ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ოფისში, საბურთალოს ფილიალში (ცაგარელის N100) და ადგილზე დაათვალიეროთ
პროდუქცია. განახლებულ აიფონებს მოჰყვებათ 1 წლიანი გარანტია!
3.შეიძლება ადგილზე ვნახოთ?
      3.1..დიახ, ადგილზე დათვალიერებაც შესაძლებელია. პროდუქცია განთავსებულია ჩვენს საბურთალოს ფილიალში –
ცაგარელის N100. გვეწვიეთ სამუშაო საათებში: ორშაბათი–შაბათი 10:00–19:00.
4.გარანტია რას მოიცავს?
      4.1.შეკვეთის დადასტურებისას ბაზაში მყიდველის სახელზე ავტომატურად ფიქსირდება გარანტია, რომლის პირობებიც
საშუალებას გაძლევთ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართოთ ნივთის ჩაბარებიდან წლის განმავლობაში.
       4.2.ჩვენ შევაკეთებთ ტელეფონს და გარანტიის პირობების შესაბამისად დაგეხმარებით.
5.ყიდვა/მიწოდება
      5.1.შეკვეთას საიტიდანვე დაადასტურებთ "ყიდვა" ღილაკის მეშვეობით, რის შემდეგაც პროდუქცია გამოიგზავნება თქვენთვის
სასურველ ნებისმიერ მისამართზე, თბილისში მიიღებთ 24 საათი, ხოლო რეგიონში–48 საათში.
      5.2.გადახდის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ: სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ინტერნეტ ბანკი, ონლაინ საბანკო ბარათის
გამოყენებით ან ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან.
6.კონკრეტულად რა ჰქონდა დაზიანებული?
      6.1.ამის შესახებ, სამწუხაროდ, არ ვფლობთ ინფორმაციას. დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, რომ ნაკლი სრულად
აღმოიფხვრა. პროდუქცია გარეგნულად და მუშაობის მხრივ არის 100% უნაკლო და მოჰყვება შესაბამისი გარანტია.
7.როდემდე გაგრძელდება აქცია
      7.1.აქცია გაგრძელდება მარაგის ამოწურვამდე. მარაგი შეზღუდულია და სწრაფად იწურება.
8.სად არის დამზადებული
      8.1.ისევე, როგორც ყველა სხვა ორიგინალი აიფონი, ეს აიფონებიც აწყობილია ჩინეთში, ეფლის დაკვეთით. ტელეფონებს
გვაწვდის ავტორიზებული სერვის ცენტრი ამერიკიდან.
9.რატომ უნდა გენდოთ?
      9.1.ჩვენს ვართ საქართველოში უდიდესი ონლაინ მაღაზია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან და ჰყავს 100 ათასზე
მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. თუ ჩვენს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებთ, შეგიძლიათ ინტერნეტ სივრცეში გაეცნოთ
მომხმარებლების შეფასებებს.