🚀 უფასო მიწოდება

ონლაინ განვადება

     

(032)2 88 00 29

Walton საქართველოშია!

საქართველოში პირველად, ონლაინ მაღაზია „მობერი“ წარმოგიდგენთ ბრენდ Walton-ის სმარტ ტელევიზორებს და გაძლევთ შესაძლებლობას გამოსცადოთ მომხმარებლების ფავორიტი მოდელები.

ვოლტონი, რომელიც 1977 წელს დაარსდა, სხვადასხვა სახის ელექტრო ტექნიკას აწარმოებს, მათ შორის კი ლიდერობს ტელევიზორების წარმოება. ინოვაციურობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი სძენს ბრენდს ლოიალურ მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო. 10 მილიონზე მეტი წარმოებული პროდუქტით, ვოლტონი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

საქართველოს ბაზარზე, სმარტ ტელევიზორების ფასი საშუალოდ 1000 ლარიდან იწყება. ვოლტონის შესანიშნავი მონაცემების მქონე სმარტ ტელევიზორების შეძენა კი შესაძლებელი იქნება რამდენიმე საფასო კატეგორიაში.

ამასთანავე, ამჟამინდელი აქციით 81სმ დიაგონალის მქონე ტელევიზორს 499 ლარად შეიძენთ, თუ პრომო კოდს,TV100, გამოიყენებთ.

გაეცანი დეტალურად მოდელებს და მონაცემებს.

სმარტ ტელევიზორების განვითარება

სმარტ ტელევიზორები (Smart TVs)  შექმნის შემდეგ, ბოლო ათწლეულში, ყოველ წელიწადს ვითარდება და დღეს ბაზარზე თითქმის ყველა თანამედროვე ტელევიზორს აქვს Smart TVs-ის ფუნქციები. რეგულარული ტელევიზორებისგან განსხვავებით, სმარტებს აქვთ წვდომა ფართოზოლოვან ინტერნეტის ქსელთან, რაც გულისხმობს მაღალსიჩქარიან და უწყვეტ ინტერნეტშეერთებას და წვდომას გაძლევთ ინტერენტ ტელევიზიაზე.  ახლა კი გავეცნოთ სმარტ ტელევიზორებს მთავარი შესაძლებლობებს, რაც მათ ასე პოპულარულს ხდის.

Smart TVs-ის ფუნქციები

  • ინტერნეტზე და ვებ-გვერდების გახსნაზე წვდომა.
  • YouTube-ზე წვდომა.
  • სოციალურ მედიაზე წვდომა.
  • თამაშებზე წვდომა.
  • ვიდეოების ყურებაზე და ფოტო სლაიდშოუების შექმნაზე წვდომა.

მოათავსე სახლის ნებისმიერ კუთხეში

მთავარი მიზეზი, რომელიც სმარტ ტელევიზორებს ბევრად კომფორტულს ხდის, არის შესაძლებლობა სახლის ნებისმიერ წერტილში დადგათ ტელევიზორი, Wi-Fi-სთან უკაბელო კავშირის გამო. რა თქმა უნდა, უკეთესი კავშირისთვის სასურველია ტელევიზორი Wi-Fi-ის გადამრთველთან ახლოს მოათავსოთ, თუმცა ადგილის შერჩევაში მაინც არ ხართ შეზღუდულები.

დააკავშირე სხვა მოწყობილობებთან

ზოგადად, ტელევიზორი მთავარი უპირატესობა სმარტფონთან, ლეპტოპთან ან პერსონალურ კომპიუტერთან შედარებით, დიდი ეკრანია. სმარტ ტელევიზორებზე კი შესაძლებელია სმარტფონის ან კომპიუტერის დაკავშირება და ყველაფრის დიდ ეკრანზე გამოტანა, რაც ყველაზე მეტად უყვარს მომხმარებელს.

ტელევიზორის არჩევა

დანარჩენი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ტელევიზორის შეძენისას, არის მისი ზომა, თუ რამდენად შეეფერება თქვენ მიერ არჩეულ ადგილს სახლში, ასევე ეკრანის ზომა და გაფართოება. ვინაიდან გამოსახულებაზე დიდ მნიშვნელობას ახდენს ეკრანის ფერების რაოდენობა, ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი 16 მილიონზე მეტი იყოს.  განახლების სიჩქარე კი 60-120Hz-ის ფარგლებშია ყველაზე მისაღები. ბოლოს კი დიზაინის არჩევა, სრულად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ონლაინ განვადება

4 ბანკის ონლაინ განვადება

გარანტია 1 წელი

დაბრუნება, ჩანაცვლება, შეკეთება

სწრაფი მიწოდება

ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე

მუდმივი მხარდაჭერა

კვირის ყველა დღეს

მთავარი
ძებნა
0
შედარება